• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

ამერიკელი კონგრესმენები: წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა „მხარდაჭერის აქტის“ მიღებით - ახლა ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე

„ველით თქვენთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ის, რომ საქართველოს დემოკრატია მომავალ წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდეს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების ადამ კინზინგერი და გერი კონოლის წერილშია აღნიშნული, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს საქართველოსადმი თავისი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ (H.R. 598) მიღებით, რომელიც აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერას, ასევე, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს რეგიონში შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე. ველით თქვენთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ის, რომ საქართველოს დემოკრატია მომავალ წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდეს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ განავითარა ძლიერი დემოკრატიული საფუძველი და მოახდინა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულების დემონსტრირება.

„ეს არის, თუ რატომაც ვართ შოკირებულები იმის გაგებით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩაიშალა. საქართველო ამ რეფორმებზე წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. ეს ვალდებულება აღებული იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი გვაქვს, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის.

„მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა - და ჰოსპიტალიზებულიც იქნა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, - წერენ ამერიკელი კონგრესმენები


თეგები :