• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

თინა ბოკუჩავა: არჩილ თალაკვაძე მონათა ბაზრის დირექტორია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს არ აქვს პასუხი, რატომ უზღუდავს ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციისას დაკავებულების მონახულების მიზნით შესვლის უფლებას.

მისივე თქმით, არჩილ თალაკვაძეს გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ეძლევა.

„პასუხი არ აქვს, არჩილ თალკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ივანიშვილმა მონათა ბაზრად გადააქცია პარლამენტი და მონათა ბაზრის დირექტორია, სრული ბუტაფორიაა. ბორკილებს ატრიალებს ბიუროს სხდომაზე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია. მისი უფლებაა, დეპუტატებს უფლება მოგვცეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდეთ, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარია. არაერთხელ მოვითხოვეთ მათთან ერთად შესვლა, მაგრამ უფლება არ მოგვცეს“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, რეგლამენტის გათვალისწინებით, საპატიმროში შესვლის უფლება აქვთ.

„არჩილ თალაკვაძეს არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია, ბუტაფორიაა. ეს უფლებამოსილება გაწერილია რეგლამენტით, არც ერთ პარლამენტის თავმჯდომარეს უარი არ უთქვამს. კობახიძეც კი არ დაცემულა ასე, რომ უარი ეთქვა შესვლის უფლებაზე. ეს არ ეხება პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც მხოლოდ პლენარულ სხდომაზე ვრცელდება. დეპუტატის უფლებამოსილების რა ნაწილს განვახორციელებ, ეს ჩემი უფლებაა“ ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები :