• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

გიგი უგულავა: მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის „ორკები“ დაგვესხნენ თავს აეროპორტში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ამის შესახებ გიგი უგულავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის „ორკები“ დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი“, – წერს გიგი უგულავა.

ამასთან, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი ამ დროისთვის შსს-ში იმყოფებიან.


თეგები :