• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

მამუკა ხაზარაძის არჩეულ ზურაბიშვილს, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ძალადობრივი გზით არჩეული პრეზიდენტის ცინიკურ განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

სალომე ზურაბიშვილმა ღიად გაახმოვანა ბიძინა ივანიშვილის მესიჯი და თქვა, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს და საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. 

ეს განცხადება შემთხვევითი არ იყო. ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული მიზანი სამხედრო ალიანსში - ნატოში გაწევრიანებაა. ამისათვის კი, დემოკრატიული რეფორმების გარდა, თანამედროვე არმიის ფორმირებაც აუცილებელია. ხოლო თუ ქვეყანას ჯარი არ ჰყავს, შესაბამისად, მას ნატოში გაწევრიანების ამბიცია არ უნდა ჰქოდეს. 

სწორედ ეს იყო ზურაბიშვილის ცინიკური და შეიარაღებული ძალების ყველა წევრისათვის შეურაცხმყოფელი განცხადების (რომელიც მან ივანიშვილის მითითებით გაახმოვანა), რეალური მიზანი.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები თუ არასამთავრობოები ზურაბიშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

მათ შორისაა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელოც“. „ლელოს“ წევრები დღეს გმირთა მოედანზე მივიდნენ და სამარცხვინო პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს - სხვათაშორის, სრულიად სამართლიანად.

„ცხადია, ზურაბიშვილმა ნამდვილად უნდა მოიხადოს ბოდიში, ისევე როგორც ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მისთვის (თუნდაც ზეწოლით) გამოცხადებული ღია მხარდაჭერის გამო“ - აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ერთ-ერთი ოფიცერი.

მართლაც, სამწუხაროდ, მათ შორის სწორედ მამუკა ხაზარაძის ღია მხარდაჭერის გამო ჰქვია დღეს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მხედართმთავარი, რომელიც ჯარს, ქვეყანასა და ხალხს ასე შეურაცხყოფს.

P.S: პოლიტიკასა თუ ცხოვრებაში ბოდიშის მოხდა სულაც არ არის სირცხვილი. პირიქით, ეს ერთგვარი სიძლიერის დემონსტრირებაა. 

ხოლო თუ რომელიმე პირს პრეტენზია აქვს პოლიტიკაში „სუფთა ფურცლიდან“ აღმოჩნდეს, მაშინ ეს, მან, პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარებით უნდა შეძლოს. 

მით უმეტეს მაშინ, როდესაც „შეცდომები მოსულა“.


თეგები :

ლელო