• თბილისი
  • 14°C
  • 24 თებერვალი, 2020
article

„საბჭოთა კავშირში შეკერილი ბურთები ნაკერზე იხეოდა, ასე ნაკერზე გავხევთ „ქართულ ოცნებას“

„იმ მარათონის მორბენლებს ვგავართ, რომელმაც გაუძლო დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, შეურაცხყოფას, გინებას, ათასი სისულელის დაბრალებას და 40 კილომეტრს რომ გაირბენს მარათონელი და ერთი კილომეტრი და ორასი მეტრი რომ რჩება, იმას ვგავართ ჩვენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გავუშვებთ მაგ ხელისუფლებას, იქ, სადაც თავს კარგად იგრძნობენ, საქართველოში მაგათი ადგილი არ არის. მინდა დებო და ძმებო ერთი რაღაც გთხოვოთ, არავითარი შურისძიება, არავითარი პროვოკაციებს აყოლა, არავითარი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებიდან გასვლა, მაგრამ მტკიცედ, რადგან ჩვენ იმ მარათონის მორბენლებს ვგავართ, რომელმაც გაუძლო დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, შეურაცხყოფას, გინებას, ათასი სისულელის დაბრალებას და 40 კილომეტრს რომ გაირბენს მარათონელი და ერთი კილომეტრი და ორასი მეტრი რომ რჩება, იმას ვგავართ ჩვენ. მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია, პატივისცემით ერთმანეთთან, შეიძლება მწვავე დისკუსიით, მაგრამ არასოდეს შეურაცხყოფით, ციხით, პროკურატურით და ნაყიდი სასამართლოთი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისი მომავალ არჩევნებზე იქნება ის ქალაქი, სადაც ოპოზიცია ხმების რაოდენობით ლიდერი იქნება.

„ქუთაისს ვენაცვალე მე, რადგან ვიცი, რომ ამ მომავალ არჩევნებზე ეს ქალაქი დაიკავებს პირველ ადგილს იმ ხმებით, რომელსაც ის მისცემს ოპოზიციას. ყველას დავაბრუნებთ მერე ოჯახში, ყველას ჩამოვიყვანთ საზღვარგარეთიდან, ყველას მივცემთ სამუშაოს, რომ ქართველი ბავშვები ისე გაიზარდონ, რომ ეამაყებოდეთ მშობლებიც, სამშობლოც და ხელისუფლებაც. ქუთაისს და იმერეთს გაუმარჯოს. არ ვიტყვი, რას დავპირდი თბილისში. მერე შვილმა მითხრა შენიშვნა, მამა ეგ რა გამოთქმა იყოო. მე ვუთხარი, შვილო ქუთაისში, თბილისში ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, ის დრო შენ რომ არ გახსოვსმეთქი, 60-იანი წლების დასაწყისში, ასე საბჭოთა კავშირში შეკერილი ყავისფერი ბურთები გვქონდამეთქი. დიდხანს რომ ითამაშებდი, იხეოდა ნაკერზე, თორემ ცუდი არაფერი არ მიგულისხმია და ასე ნაკერზე გავხევთ „ქართულ ოცნებას“, გენაცვალეთ სუყველას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


თეგები :