• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

მცხეთის მერიასთან, აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

მცხეთის მერიასთან, აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ხელებს ნუ იქნევთ და რაღაცებს ნუ ისვრით, ხელების ქნევა ვაჟკაცობა არ არის, ვაჟკაცობა არ არის, რასაც თქვენ აკეთებთ. ვაჟკაცობა არის სამშობლოს სიყვარული, ეს არის შიში, რასაც თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მონები უწოდა და მიმართა მათ, რომ ყველას იმახსოვრებს. რის შემდეგაც ბოკერიამ აქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს.

მცხეთაში აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება. მათ აქცია სვეტიცხოვლიდან მსვლელობით დაიწყეს და მცხეთის მერიასთან მივიდნენ.


თეგები :