• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

თეა წულუკიანი: მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ

„ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „დაბოქლომების“ სერიებს.

მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებულ „დაბოქლომების“ პროცესებს არასერიოზულს უწოდებს.

„ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა, მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ დააბოქლომონ და დანარჩენს ავიტანთ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები :