• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა.

თავდაპირველად ისინი ჭიშკრის „დაბოქლომებას“ გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ელგუჯა ბაგრატიონის პატიმრობა და პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება გააპროტესტეს. 

სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. 

ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან. 


თეგები :