• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიან, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. აქციის მონაწილეების თქმით, რომ გუშინ პარლამენტმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა და პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეურთდნენ.

"მოვედით, რათა ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირება მოვახდინოთ. ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ეყოლება ბიძინა ივანიშვილს. მზად ვართ, ყველა დაგვაპატიმრონ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის მომავალს მათ ინტერესებს ნუ შეწირავენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეზო ხარაზმა.

აჭარის მთავრობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ხელისუფლება გადადგეს.


თეგები :