• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება.

საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.


თეგები :