• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

კახა კალაძე: სად მაქვს ფილმის ყურების დრო... კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე უყურა თუ არა ფილმს, კალაძემ უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“.

შეგახსენებთ, ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.