• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ნეპოტიზმი: სუსის უფროსმა ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ თავისი ახლო ნათესავი დანიშნა

ნეპოტიზმი სუსში - სუსის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საკუთარ მოადგილედ თავისი ახლო ნათესავი, გიგა ნიკოლეიშვილი დანიშნა. 

კერძოდ: გიგა ნიკოლეიშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. გრიგოლ ლილუაშვილი წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ ზეინდარიდან არის. ვანელია გელა ნიკოლეიშვილიც. სწორედ ნათესაობის წყალობით დაინიშნა ის სუსის უფროსის მოადგილედ. 

ეს მაშინ, როდესაც ასობით პროფესიონალი სამსახურსაც ვერ შოულობს, რადგან მათი ახლო ნათესავები ქართული ოცნების ხელისუფლების პირველი პირები არ არიან.

ლილუაშვილის წარდგინებით, გიგა ნიკოლეიშვილის სუსის უფროსის მოადგილედ დანიშვნას, სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ ხელი უკვე მოაწერა. 

გიგა ნიკოლეიშვილი სუსში გადასვლამდე დაცვის პოლიციის უფროსი იყო, მანამდე  თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა. 

მას დამთავრებული აქვს უშიშროების აკადემია და სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

ივანიშვილის კუთვნილი ქართუ ბანკის ყოფილი თანამშრომელი, გრიგოლ ლილუაშვილი კი ვახტანგ გომელაურის მოადგილე იყო სუსში. 

ხოლო მას შემდეგ, რაც გომელაური შს მინისტრად გადავიდა, ლილუაშვილი სუსის უფროსი გახდა. 

ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა პარლამენტმა.

წლების წინ კი, ლილუაშვილი ეარ ჯორჯიაში მუშაობდა. 

ეარ ჯორჯია, ფაქტობრივად, სახელმწიფო კომპანიის, საქართველოს ავიახაზების კუთვნილი ქონების თაღლითური გზით განიავების საფუძველზე შეიქმნა - მიხეილ იაშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც ამჟამად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილეა.