• თბილისი
  • 9°C
  • 08 დეკემბერი, 2019
article

გოცირიძე მთავრობას: ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ ძალიან დიდი ოდენობით

„ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ ძალიან დიდი ოდენობით“, - ასე მიმართა მთავრობის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ოპოზიცია მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს არ ემხრობა, დეპუტატების განმარტებით ხარჯების ზრდა საშინაო ვალის ხარჯზე გაუმართლებელია.

რომან გოცირიძის განმარტებით, ქვეყნის შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება, რაც ცუდად აისახება ეროვნულ ვალუტაზე.

„ბიუჯეტი მნიშვნელოვნად უარესდება, ჩანაცვლებულია ისეთი ხარჯებითა და შემოსავლებით, რომელიც პირდაპირ იწვევს ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდას. როდესაც ბიუჯეტს შიდა ვალის აღებით ზრდი, ეს არის პირდაპირ ლარის კურსზე და ინფლაციაზე ზემოქმედების ფაქტორი. 400 მილიონით იზრდება სახელმწიფო შიდა ვალი.  წინა მთავრობის დროს ასეთი ლოზინგი იყო „შემოვიჭიროთ ქამრები“, ეს მთავარი ლოზუნგი იყო ლარის გაუფასურების შეჩერებისთვის. ახლა კი დაგავიწყდათ ეს სიტყვაც კი და ახლა ისე მაგრად მოიშვით ქამრები, რომ ღიპიც კი გადმოგივარდათ ძალიან დიდი ოდენობით. ეს არის სწორედ „ქამრების მოშვების“ ბიუჯეტი,“ - აღნიშნა გოცირიძემ.