• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"კარგი იქნება, თუ ვიზალიბერალიზაცია ბოროტად არ იქნება გამოყენებული... საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და ეს განაცხადებები ძირითადად უსაფუძვლოა"

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართულ მედიასთან განცხადება გააკეთა.

"ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროპასთან დამოკიდებულების ისტორიაში. ამით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული. ყოველ წელს საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენი უწყებები და სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეს განაცხადები უსაფუძვლოა. გერმანული უწყებები ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართულ უწყებებთან. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ასევე ლეგალური შესაძლებლობები გერმანიაში ჩამოსვლისა და ჩვენთან სწავლის, პროფესიის დაუფლებისა თუ მუშაობისათვის. ამისათვის სხვა საბუთებთან ერთად საჭიროა ენის გამოცდის ჩაბარება და გარკვეული განათლების დონის დადასტურება. იმედია, მომავალში უფრო მეტი ქართველი ჩამოვა გერმანიაში, ისწავლის და იმუშავებს და შემდეგ თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს ისევ საქართველოში გამოიყენებს. ამით ორივე ქვეყანა ნახავს სარგებელს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.


თეგები :