• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

ივანიშვილი ლებედის მეშვეობით აფხაზეთის ომში რუს ბოევიკებს აფინანსებდა - 26 წელი სოხუმის დაცემიდან

დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის დღე. ტრაგედია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ახსენებს რუსეთის მიერ პროვოცირებულ სისხლიან კონფლიქტს, საკუთარი სახლებიდან გამოყრილ ათი ათასობით ოჯახს... დაკარგულ აფხაზეთს... ასობით მოკლულ ჯარისკაცსს...

დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებდა 1992-93 წლებში რუსეთში მცხოვრები ოლიგარქი ივანიშვილი აფხაზ სეპარატისტებს, ბოევიკებსა და რუს გენერლებს - საქართველოს წინააღმდეგ. 

გენერალი ლებედი

ვინც კარგად იცნობს საქართველოს უახლოეს ისტორიას და ახსოვს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, მათთვის რუსი გენერლის, ალექსანდრე ლებედის გვარი ნაცნობია. 

ქართველების სიძულვილით შეპყრობილი რუსი „დერჟავნიკ“–ნაციონალისტი, 90–იანი წლების მიჯნაზე, სსრკ–ს გადასარჩენად, აქტიურად იბრძოდა და თავის ნაკვალევზე სისხლს, განადგურებას და გვამებს ტოვებდა.

ავღანეთის ომგამოვლილი და სისხლიანი კალოს წინამძღოლი ლებედი, 1988 წლიდან, ტულის 106– საჰაერო–სადესანტო დივიზიის მეთაური იყო. 

ეს დივიზია მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან მოვლენებში, როდესაც ალესილი ნიჩბებით და მომწამლავი აირით, მხეცურად მოკლეს და მოწამლეს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები. 

ოდნავ მოგვიანებით, ლებედი ბაქოს, ყარაბაღის სისხლიანი მოვლენების ერთ–ერთი მთავარი მონაწილეც გახდა.

ქართველთმოძულე გენერალი, ივანიშვილის ფინანსებით, აქტიურად ეხმარებოდა აფხაზ სეპარატისტებსა და რუს ჯარისკაცებს 1992-93 წლის სისხლიან მოვლენებშიც. 

კერძოდ, ლებედი, "როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში არსებულ ბანკებში გადარიცხული ივანიშვილის მილიონებით ყიდულობდა იარაღს, აგროვებდა მოხალისეებს, აიარაღებდა სპეცრაზმებს და გუდაუთის აეროპორტის გავლით გზავნიდა ქართველთა გასაჟლეტად.

გენერალი ლებედი აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტებს დიდი რაოდენობით თანხებს ურიცხავდა. 

მისი თაოსნობით შედიოდნენ დაქირავებული ქილერები აფხაზეთში, სადაც ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ. 

გენერალ ლებედს აქტიურად უჭერდა მხარს ივანიშვილი 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, რასაც ოლიგარქი ოფიციალურადაც ადასტურებს. 

როგორც ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი ძველი ინტერვიუდან ირკვევა, რომელიც მან რუსულ გამოცემას მისცა, ქართველი მილიარდერი 9 აპრილის პირსისხლიან ჯალათსა და აფხაზეთის ომის მონაწილეს, გენერალ ლებედს სრულიად ღიად აფინანსებდა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, უწევდა თუ არა სპონსორობას ლებედს, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის აფინანსებდა და არეკლამებდა რუს გენერალს, როცა იგი მიტოვებულ პოლიტიკოსად ითვლებოდა და ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი ხელმძღვანელობდა, ლებედს სერიოზულად არ უყურებდნენ.

მეტიც, ივანიშვილს ეამაყება ის ფაქტი, რომ „პოლიტიკური გამჭრიახობა“ გამოიჩინა და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიახვედრა რუსები, რომ ლებედზე ფსონის დადება მომგებიანი იყო. 

კერძოდ, ივანიშვილი აცხადებს: ელცინს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ლებედმა კი არჩევნებზე მას თავისი ხმები მისცა, რამაც ელცინის გამარჯვება გამოიწვია. 

პარალელურად კი, ლებედი არასდროს მალავდა რომ ის რუსული იმპერიის გაძლიერებისა და გაფართოებისათვის არაფერს და არავის დაზოგავდა. 

ივანიშვილის მეგობარს, რომელიც მოგვიანებით კრასნოდარის მხარის გუბერნატორი იყო, საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა აჭარის ყოფილ მეთაურთან, ასლან აბაშიძესთანაც და მას ბათუმში სტუმრობდა კიდეც. 

ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ტრაგედიაში და კოორდინაციას უწევდა გენერალ როდიონოვს 1989 წლის 9 აპრილს, ქართველებისადმი სიძულვილით მუდამ გამოირჩეოდა. 

ამას მისი წიგნის, „Тбилисская Смута“ – ს ერთ–ერთი თავიც კარგად ადასტურებს...

წიგნში რუსი იმპერიალისტ–შოვინისტი გენერალი, საქართველოს განსაკუთრებული ზიზღით მოიხსენიებს.


თეგები :