• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

„ბოლო ბასტიონი იყო ასათვისებელი და ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც ივანიშვილი თავის ყურმოჭრილ მონებს დასვამს“

„ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას, ამიტომ, ალბათ ეცინებათ გულში, რომ ჩვენ - ყველაფრის მკადრებლები ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ, არ ხართ საჭირო“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებით მთავრდება ხელისუფლების საბოლოო მიტაცების გეგმა, რაც განახორციელა ივანიშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს საზოგადოების აზრი. მან კვლავ შემოაბრუნა იმ ძველი სიის კომპრომეტირებული წარმომადგენლები. ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ – ყველაფრის მკადრებლები – ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ. არ ხართ საჭირო, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალ სასამართლო სისტემაში ვერ დარჩებიან. ამ პროცესით მთავრდება ხელისუფლების საბოლოო მიტაცების ის გეგმა, რაც განახორციელა ივანიშვილმა. ბოლო ბასტიონი იყო ასათვისებელი და ეს არის უზენაესი სასამართლო, სადაც დასვამს თავის ყურმოჭრილ მონებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.