• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ასეულობით მილიონი ლარის ღირებულების მიტაცებული ქონება, კორუფციული სქემები და ჩხარტიშვილის დიდი ავიაცია

ივანიშვილის შემდეგ საქართველოში ყველაზე მსხვილი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილია. 

ჩხარტიშვილი ცდილობს გააკონტროლოს სახელმწიფო კომპანიები, სასამართლო, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და ა.შ - ძირითადად ის სტრუქტურები, რომლებიც შემხებლობშია ბიზნესთან და დიდ ფულთან.

მინიგარქი ჩხარტიშვილი, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში თავისი გავლენის ქვეშ მყოფი და ერთგული პირების დანიშვნას ლობირებს. 

მათი მეშვეობით ჩხარტიშვილი მისთვის საჭირო ინფორმაციას იღებს, რომლის გამოყენებითაც მილიონებს შოულობს - სახელმწიფოს ხარჯზე.

ასეთი კადრები მას ჰყავს სასამართლოში, მოსამართლეების სახით, ფოთის პორტში, ბათუმის პორტში, საელჩოებში (დიშვილის, ანანო სიჭინავას ქმარი, თემუკა ლეჟავა) ბათუმის ნავთობტერმინალში და სხვაგან...

ბათუმის ნავთობტერმინალში, მისი დანიშნული კადრია ვლადიმერ (ლევან)  გურგენიძე, რომელიც საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთში, ვაჟა ლორთქიფანიძის სიძეა. 

ის ჩხარტიშვილმა 2013 წლის თებერვლიდან  ჯერ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნა, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე კი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ამუშავა. 

2014 წელს ვანო ჩხარტიშვილმა გურგენიძე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მოადგილეთ დაანიშნინა. 

2015 წელს მან საგარეო საქმეთა  სამინისტროში თანამდებობა დატოვა და ვანო ჩხარტიშვილმა გურგენიძე ბათუმის ნავთობტერმინალში, პირველ მოადგილედ  გადაიყვანა, სადაც ის სწორედ მინიგარქის ბიზნეს-ინტერესებს კურირებს.

ხოლო მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილმა უჩა მამაცაშვილის გავლენებით ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად დასვა, მისი სქემები უფრო მასშტაბური და მომგებიანი გახდა. 

მინიგარქის დიდი ავიაცია

ჩხარტიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის პირველ მოადგილედ, ეკონომიკის მინისტრ თურნავას მიხეილ (მიშა) იაშვილი დაანიშნინა, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების დროს სახელმწიფო ავიაკომპანია -„სახელმწიფო ავიახაზების“ ოფიციალურ გამკოტრებლად არის ცნობილი.

მიხეილ იაშვილი შევარდნაძის დროს კურირებდა სქემას, რომელმაც სახელმწიფო მილიონობით ლარით აზარალა. 

კერძოდ: 2002 წელს არსებობდა კონკრეტული სქემა, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი "საქართველოს ავიახაზების" არსებობას. 

კომპანიის გასხვისებაზე გამოაცხადეს ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ავიაკომპანიას ვალები ჰქონდა, კონკურსში მონაწილეობის მსურველი არავინ გამოჩნდა...

ამის შემდეგ "საქართველოს ავიახაზები" შეფასდა კიდევ უფრო დაბალ ფასად, მაგრამ დიდი ვალის გამო არც მაშინ მოისურვა ვინმემ მისი ყიდვა.

საბოლოოდ, “საქართველოს ავიახაზებს” ვალები ჩამოეწერა, ხოლო კუთვნილი ქონება მინიმალურ ფასში - ჯართად გაიყიდა. 

რა თქმა უნდა, ჯართის ფასად ფრენისთვის ვარგისი თვითმფრინავები შევარდნაძის მაშინდელმა ელიტამ გადაინაწილა. 

მათ შორის ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარმაც“, რომელიც რეალურად, სწორედ მიხეილ იაშვილის დაფუძნებული იყო. 

აღსანიშნავია, რომ ის იმავდროულად სახელმწიფო ავიაკომპანიის - „საქართველოს ავიახაზების“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა კომპანიის გაკოტრება და სახელმწიფო ქონების განიავება კერძო პირებზე. 

თუმცა, ახლადშექმნილ ავიაკომპანიაში, რომელმაც სახელმწიფო ქონება ფაქტობრივად, ჯართის ფასად მიითვისა, თავად არ ფიგურირებდა. 

მიხეილ იაშვილს ამ კომპანიაში დამფუძნებლად თავისი ცოლიძმა - ბატონი კერესელიძე ჰყავდა გაფორმებული.

“საქართველოს ავიახაზების” გაკოტრება ისეთი აშკარა თაღლითობა იყო რომ სქემა სახელმწიფო კონტროლის პალატის დასკვნაშიც კი მოხვდა. 

კერძოდ: კონტროლის პალატის 2002 წლის დასკვნაში  საუბარი იყო იმაზე, თუ რა მაქინაციებით დაერიცხა სახელმწიფო ავიაკომპანიას დიდი რაოდენობის ვალი და ამ და სხვა ოპერაციებით როგორ გაკოტრდა "საქართველოს ავიახაზები".

კონტროლის პალატის 2002 წლის დასკვნაში ასეთი ჩანაწერია: "ავიაციაში სახელმწიფო პოლიტიკის არათანმიმდევრულმა განხორციელებამ, თანამდებობის პირთა ნაჩქარევმა და სუბიექტურმა გადაწყვეტილებებმა, დარგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 

განსაკუთრებით დაზარალდა სახელმწიფო ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები"...

ის კადრი კი, რომლის საეჭვო საქმიანობა, სახელმწიფო ქონების განიავების შესახებ კონტროლის პალატის 2002 წლის დასკვნაში მოხვდა, ცოტა ხნის წინ, ვანო ჩხარტიშვილის პატრონაჟით და მინისტრ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაინიშნა, სავარაუდოდ, ისევ ძველი მეთოდებით და სქმებით საქმიანობის მიზნით.

მინი-გარქის ბიზნეს აქტივები

1. ჩხარტიშვილს ეკუთვნის ფოთის პორტში ორი ნავმისადგომი ე.წ “პრიჩალი”, საიდანაც მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს ყოველწლიურად.

2. ჩხარტიშვილი ასევე ფლობს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სადაც ბოლო დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა დასაქმებული. 

ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მისი, ივანიშვილის კლანისა და ჩინელი ინვესტორის ხელში, ძალიან საეჭვო ვითარებაშო გადავიდა არაბებისგან…

ფორმალურად, ფოთის ინდუსტრიული ზონის აქციების დიდი ნაწილი ჩინელ ინვესტორს ეკუთვნის, ამ საწარმოში არაპირდაპირი მოწილეები კი, ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი არიან. 

3. ვანო ჩხარტიშვილი დღეს საქართველოში სიგარეტის მთავარი მაგნატია. მას ეკუთვნის სიგარეტის ფაბრიკა პირველი, რომელიც თავის დროზე ასევე არაბებს წაართვეს. 

ხოლო ავთანდილ წერეთელს, რომელიც „პირველის“ თანამეწილეა, ფაბრიკაში მისვლაც კი აკრძალული აქვს.

4. ჩხარტიშვილი არის ენერგეტიკის სფეროში ივანიშვილის ე.წ. მთავარი მაყურებელიც. კერძოდ, ისკურირებს თურქეთში რუსული ელექტროენერგიის რეექსპორტის მიმართულებას.

ეს სფერო ქართული ოცნების პირობებში ყველაზე მეტად კორუმპირებულია და იქ, პირდაპირი ინტერესები აქვს რუსულ სპეცსამსახურებს.

თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტია. ამიტომ, თურქეთი ყოველწლიურად, 6.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. 

თავის მხრივ, ეს ორივე ქვეყანა საქართველოს გავლით ახდენს ელექტროენერგიის ტრანზიტს თურქეთში. 

სქემა არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ინვესტიციას და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას. 

საქართველოში მისი გატარება კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგოგადაცემის მეშვეობითაა შესაძლებელი, შესაბამისად, სათანადო წილი ბიძინა ივანიშვილის ჯიბესაც ავსებს.

5. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - ჩხარტიშვილი გარდამავალი უპირატესობით ჯოზეფ კეისთან ერთად ამ ბიზნესს პატარკაციშვილის ოჯახს ეცილება.

6. ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება ბათუმის ნავთობ ტერმინალშიც, საიდანაც მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობი არალეგალურად გაედინება სხვადასხვა ქვეყნებში.

საუბარია ყაზახების მიერ კონტროლირებადი ბათუმის ნავთობტერმინალიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის არალეგალურად ვიბრო დიაგნოსტიკის რეზერვუარებში გადამისამართებაზე... 

ამ სქემის მიხედვით, არალეგალურ ნავთობს უკანონოდ ყიდიან და რუსული გემებით გააქვთ საქართველოდან. საქმე ათეულობით მილიონს ეხება.

ჩხარტიშვილს არალეგალური ინტერესი აქვს გადაზიდვების, ჯართის, უძრავი ქონებისა და ხორცის ბიზნესშიც.

ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოში არსებული ლეგალური და არალეგალური ბიზნესიდან წლიურად ათეულობით მილიონ დოლარს შოულობს, ხოლო მისი ქონება, 2012 წლის შემდეგ, საშუალოდ, 700 მილიონი დოლარით გაიზარდა იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ხალხის დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობს.


თეგები :

ჩხარტიშვილი