• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“

„საქართველოში შეწყალების ფაქტებმა ყველა პრეზიდენტის პირობებში ძალიან მახინჯი პრაქტიკა მიიღო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

„ჩვენ გვახსოვს სააკაშვილისა და მარგველაშვილის შეწყალებები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მათ შორის „ოცნების“ გუნდის წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის შეწყალება. არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი ან უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. ეს საკითხი მთლიანად ნეგატიურია, ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, ოპოზიციაც და პოზიციაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მზადყოფნას გამოხატავენ, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.


თეგები :