• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი! დაპატიმრდეს სალომე ზურაბიშვილი! ჩხრეკა მოეწყოს პრეზიდენტის სახლში და ადმინისტრაციაში"

შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეხლა ოცნების დეპუტატების განცხადებები შეწყალების დებულება უნდა დაიხვეწოსო მკვდარზე ვენოკია. ამ საარჩევნო წელს სალომემ გამოგისვათ ცელი და დიდი აგური დადო 2020 წ. საარჩევნო დამარცხებაში. რა უნდა გაკეთდეს?

1. დაიწყოს გამოძიება.

2. პროკურატურამ იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს.

3. 28 აგვისტოს შეწყალებულ ყველა პირს შეეფარდოს გაუსვლელობის ხელწერილები, რომ საქართველო ვერ დატოვონ. (შემდეგ, რომ დაპატიმრდნენ ქრთამის მიცემაში თავიანთ ახლობლებთან ერთად ვინც ამ საქმეებში იყო გარეული და დაუბრუნდნენ ასევე ძველ სასჯელებს)

4.ჩატარდეს ჩხრეკები პრეზიდენტის ოფისში სახლში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ეჭვმიტანილების ოფისებში და სახლებში. ამოღებულ იქნეს მათი სატელეფონო ზარები. სახლის და ოფისების ვიდეო კამერები.

5. საკმარისი მტკიცებულებების თავმოყრის შემთხვევაში დაპატიმრდეს სალომე ზურაბიშვილი და ამ დანაშაულში გარეული სხვა პირები.

6. გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რადგან მან ვერ გაამართლა საქართველოში”, - წერს შალვა ხაჭაპურიძე.


თეგები :