• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

ბოკერია მდინარაძეს: ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო

„ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ბოკერიას განცხადებით, ის მდინარაძეს მორალურ დისკომფორტს აქამდეც უქმნიდა და მომავალშიც შეუქმნის.

„ბატონო მამუკა, მე არსად წავსულვარ, მედია - ჩართვა მქონდა, აქ ვაპირებ ყოფნას. პოლიტიკურად ერთდროულად მსხვერპლიც და მოძალადეც ვერ იქნებით. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო. გიმეორებთ, თქვენგან განსხვავებით, ჩემი მიზანი თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა და არა განადგურება. მორალურ დისკომფორტს გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით,“ - მიმართა ბოკერიამ მდინარაძეს.


თეგები :