• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

მიხეილ სააკაშვილი: თანამედროვე მსოფლიოში დიქტატორები კიდევ შემორჩნენ... ერთი მათგანი საქართველოშიცაა

პოლიტიკური ხელისუფლება ძალიან პირობითი რაღაცაა, თანამედროვე მსოფლიოში, სინამდვილეში დიქტატორები კიდევ შემორჩნენ, ერთი მათგანი საქართველოშიცაა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

“წარმოიდგინეთ, აშშ-ში არის სამი ოდესაში, მათ შორის ერთი ოდესა ტეხასში, არის ამ ოდესაზე დიდი. ინგლისში ყველაზე მდიდარი ადამიანი არის ოდესიდან, ამერიკაში მერის მოადგილე იყო ოდესელი. დღესდღეობით, გამოკითხვებით, ოდესაში მე ვარ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ესეც ბევრს მეტყველებს ამ ქალაქზე. პოლიტიკური ხელისუფლება ძალიან პირობითი რაღაცაა, თანამედროვე მსოფლიოში, სინამდვილეში დიქტატორები კიდევ შემორჩნენ, ერთი მათგანი საქართველოშიცაა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაგარი დებილობაა, რაღა დროს დიქტატურაა 21-ე საუკუნეში?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები :