• თბილისი
  • 24°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

700 მილიონი და ვანო ჩხარტიშვილის გავლენები სასამართლოში

შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლო, ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კლანის წევრია. ის, უხეში დათვლებით, 2012 წლიდან დღემდე 700 მილიონი დოლარით გამდიდრდა. 

როგორ მოახერხა ჩხარტიშვილმა სიღარიბით და მოშიმშილე ბავშვებით სავსე ქვეყანაში დიდი ოდენობით ქონების დაგროვება?

მინი-გარქის აქტივები

1. მას ეკუთვნის ფოთის პორტში ორი ნავმისადგომი ე.წ “პრიჩალი”, საიდანაც მილიონობით ლარის შემოსავალს იღებს ყოველწლიურად.

2. ჩხარტიშვილი ასევე ფლობს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, სადაც ბოლო დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა დასაქმებული. 

ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მისი, ივანიშვილის კლანისა და ჩინელი ინვესტორის ხელში, ძალიან საეჭვო ვითარებაშო გადავიდა არაბებისგან…

ფორმალურად, ფოთის ინდუსტრიული ზონის აქციების დიდი ნაწილი ჩინელ ინვესტორს ეკუთვნის, ამ საწარმოში არაპირდაპირი მოწილეები კი, ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხარტიშვილია არიან. 

3. ვანო ჩხარტიშვილი დღეს საქართველოში სიგარეტის მთავარი მაგნატია. მას ეკუთვნის სიგარეტის ფაბრიკა პირველი, რომელიც თავის დროზე ასევე არაბებს წაართვეს. 

ხოლო ავთანდილ წერეთელს, რომელიც „პირველის“ თანამეწილეა, ფაბრიკაში მისვლაც კი აკრძალული აქვს.

4. ჩხარტიშვილი არის ენერგეტიკის სფეროში ივანიშვილის ე.წ. მთავარი მაყურებელიც.

კერძოდ, ჩხარტიშვილი კურირებს თურქეთში რუსული ელექტროენერგიის რეექსპორტის მიმართულებას.

ეს სფერო ქართული ოცნების პირობებში ყველაზე მეტად კორუმპირებულია და იქ, პირდაპირი ინტერესები აქვს რუსულ სპეცსამსახურებს.

თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტია. ამიტომ, თურქეთი ყოველწლიურად, 6.5 მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. 

თავის მხრივ, ეს ორივე ქვეყანა საქართველოს გავლით ახდენს ელექტროენერგიის ტრანზიტს თურქეთში. 

სქემა არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ინვესტიციას და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას. 

საქართველოში მისი გატარება კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგოგადაცემის მეშვეობითაა შესაძლებელი, შესაბამისად, სათანადო წილი ბიძინა ივანიშვილის ჯიბესაც ავსებს.

5. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - ჩხარტიშვილი გარდამავალი უპირატესობით ჯოზეფ კეისთან ერთად ამ ბიზნესს პატარკაციშვილის ოჯახს ეცილება.

6. ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება ბათუმის ნავთობ ტერმინალშიც, საიდანაც მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობი არალეგალურად გაედინება სხვადასხვა ქვეყნებში.

საუბარია ყაზახების მიერ კონტროლირებადი ბათუმის ნავთობ ტერმინალიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის არალეგალურად ვიბრო დიაგნოსტიკის რეზერვუარებში გადამისამართებაზე... 

ამ სქემის მიხედვით, არალეგალურ ნავთობს უკანონოდ ყიდიან და რუსული გემებით გააქვთ საქართველოდან. საქმე ათეულობით მილიონს ეხება.

ჩხარტიშვილს არალეგალური ინტერესი აქვს გადაზიდვების, ჯართის, უძრავი ქონებისა და ხორცის ბიზნესშიც.

ექსპერტების აზრით, შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების მინისტრი, ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოში არსებული ლეგალური და არალეგალური ბიზნესიდან წლიურად ათეულობით მილიონ დოლარს შოულობს, ხოლო მისივე ქონების ჯამი, საშუალოდ, 700 მილიონი დოლარია.

ჩხარტიშვილი და სასამართლო

მინი-გარქი ჩხარტიშვილი აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლების ნაწილსაც. ის ჯერ თემას აცნობს მამაცაშვილს, შემდეგ კი, მამაცაშვილი ფარცხალაძეს უკავშირდება და სასამართლოში საქმეც გვარდება. 

რატომღაც, მაშინ, როდესაც ინტერესები აქვს ჩხარტიშვილს, საქმე იმ მოსამართლესთან ხვდება, რომელსაც მინი-გარქის წარმომადგენლად იცნობენ. 

ეს მოსამართლე გიორგი სულაკაძეა. სწორედ მან განიხილა  ფოთის წისქვილქარხნის, პორტლენდის, ტრანსფორდის და აგრიკომის საქმე. 

ასევე, ჯეესკოსა და პრომედკოს სარჩელი ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ. 

ხოლო თუ საქმე უზენაეს სასამართლოს ეხება, ამ შემთხვევაში, ჩხარტიშვილ-მამაცაშვილის კლანი, პირდაპირ მთავარი პროკურორის, ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატის (თადუმაძის) დახმარებით ახდენს გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსართლეებზე.


თეგები :

ჩხარტიშვილი