• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

"ჩვენ არ ვართ კოლონია" - ამ ლოზუნგით, ირმა ინაშვილი აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

აშშ სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა საქართველო მისი კოლონია არ არის, - ამის თქმას აპირებს „პატრიოტთა ალიანსი“ აშშ-ს საელჩოსთან, 15 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე. 

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირმა ინაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამერიკის საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართავს და მოითხოვს, ამერიკელ ექსპერტს, სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალოს.

ამ მოთხოვნის საფუძვლად პოლიტიკოსი სასტუმრო „რუმსში“, გუშინ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, როდესაც ინაშვილის შეფასებით, ამერიკელი დაპირისპირებისას მას ხელით შეეხო. პოლიტიკოსმა ამერიკელი ექსპერტისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა. 

„ვაპირებდით შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ შევიკრიბებით პირდაპირ ამერიკის საელჩოსთან. 15 სექტემბერს, 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან, ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ვთანამშრომლობთ თქვენთან, ხართ სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ არ ვართ თქვენი კოლონია. არც ერთ კრამერს არ ექნება უფლება, ხელით შეეხოს პარლამენტის წევრს. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერენ მწამებელ ბოკერიას და სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, რაც აბრაძებს ქართველ ხალხს დ აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 


თეგები :