• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

სააკაშვილი ოქრუაშვილს: არა უშავს, მალე შევხვდებით თბილისში და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ

„ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს და ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს.

„ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არა უშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ“,- წერს სააკაშვილი.

ამით სააკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას აფასებს.

„გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ჰყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს და ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ. გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს.დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს“, - წერს ოქრუაშვილი.


თეგები :