• თბილისი
  • 22°C
  • 23 სექტემბერი, 2019
article

დევიდ კრამერი ინაშვილთან ინციდენტზე: ისინი ხელს უშლიდნენ კონფერენციის მსვლელობას ძალიან უხეშად

„მე არ ვიცი, ვინ იყო მამაკაცი, რომელიც კონფერენციაზე მიკროფონთან იდგა, არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ისინი ხელს უშლიდნენ კონფერენციის მსვლელობას ძალიან უხეშად“,  – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„მინდოდა, კამერებს დაეტოვებინა ოთახი, რათა შეგვძლებოდა კონფერენციის განახლება. კონფერენციაში მონაწილეობისთვის მათ უნდა გაევლოთ რეგისტრაცია. ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ გაგრძელებულიყო კონფერენცია დღის წესრიგის მიხედვით“, - განაცხადა კრამერმა.

შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი სთხოვდა დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი მათ არ დაემორჩილა და ღონისძიებას დაესწრო. თავის მხრივ, სამართალდამცავებმა კონფერენციის დარბაზიდან გაიყვანეს „ობიექტივის“ ჟურნალისტი.

 


თეგები :