• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

"მესმის რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა, მაგრამ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები რომ გახდებიან, ეს გადაწყვეტილება ძალაშია"

კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ამოეწურა. შეგახსენებთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ძალაშია, - ამის შესახებ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპი საქართველოსა და უკრაინისთვის. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამისთვის საჭირო მხარდაჭერას. როგორც იცით, ნატოში გადაწყვეტილებები მხოლოდ ერთხმად მიღება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭებაზე გარკვეული წინააღმდეგობა იყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით ნატოს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, - განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, შეიქმნა ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისია და რეფორმებზე მუშაობა ამ კომისიების ფარგლებში გრძელდება. 


თეგები :