• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა არის მორიგი პროვოკაციული ქმედება“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.

უწყების  შეფასებით, ეს მორიგი პროვოკაციული ქმედებაა.

„ფაქტზე გააქტიურებული იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დღეს რუსულმა ვერტმფრენმა დაახლოებით, 12:00 საათისთვის სოფელ  გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, ოკუპირებულ დისევთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოძების მონტაჟი დღეს დილიდან განაახლეს. რუს სამხედროებს ადგილზე მიყვანილი ჰყავთ სპეციალური ტექნიკა. ამასთან, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსი ოკუპანტების ვერტმფრენმაც გადაიფრინა.


თეგები :