• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

თინა ბოკუჩავა: ხელისუფლება ყოველთვის საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს

ხელისუფლება ყოველთვის სწორედ საარჩევნო ბლოკების გამოყენებით იცვლებოდა და ამის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილს სწორედ ამიტომ სურს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, დღეს აქ სრული პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი და მაქსიმალურად ვეცდებით, ხელისუფლება დავაჯეროთ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ იმ რეკომენდაციების მიღება და კანონად ქცევა, რომელსაც ჩვენ დღეს შევთავაზებთ ამ ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში... ეს არის პირდაპირი ცენზურა, ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. ხელისუფლებამ ნებისმიერი რამ შეიძლება მიუღებლად ჩათვალოს, საკუთარი კონტროლის ქვეშ, მარეგულირებელის გამოყენებით მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა წინასაარჩევნოდ და ამის მიზანია ოპოზიციური პარტიის შეზღუდვა. ეს არ არის ერთადერთი საკითხი, ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, რომელსაც ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები :