• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ბახტაძის მორიგი კორუფციული გარიგება - აირზენამ შემოსავალი თვეში 4 მილიონით გაზარდა, ბიუჯეტიდან კი დამატებით 600 ათასი ევრო ვაჩუქეთ

საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა, კორუფცია თუ შავი პიარისთვის გადახდილი მილიონები? რატომ აჩუქა პრემიერმა ბახტაძემ ქართული ოცნების მხარდამჭერ კომპანიას ხალხის კუთვნილი 600 ათასი ევრო?

სიღარიბით სავსე ქვეყანაში, 600 ათასი ევრო ვაჩუქეთ ჯორჯიან ეარვეისს, რომელმაც რუსეთიდან პირდაპირი რეისების აკრძალვით, შემოსავალი გაზარდა, თუმცა, მისი მფლობელი გაიაშვილი ამბობს რომ 25 მილიონით იზარალა. 

კერძოდ: პირდაპირი რეისების აკრძალვამდე, აირზენათი, მოსკოვი-თბილისი, (ერთი გზა) საშუალოდ 150 ევრო ჯდებოდა. 

ახლა კი, ტრანზიტით, მოსკოვი-ერევანი-თბილისი (ერთი გზა), საშუალოდ 500 ევრო ღირს. 

ამას ემატება აირზენასთვის ჩვენი ფულით გადახდილი სუბსიდიაც - ერთ მგზავრზე 90 ევროს ოდენობით. 

ანუ ჯამში, ეს კომპანია, ერთი მგზავრის მოსკოვიდან თბილისში ჩამოყვანისთვის ახლა 590 ევროს იღებს.

პრემიერი ბახტაძე, გაიაშვილს სიტყვაზე ენდო და ისე რომ არც კი მოსთხოვა პირდაპირი რეისების გამო თითქოსდა 25 მილიონი ზარალის დასაბუთება, აიღო და ხალხის 600 ათასი ევრო ჩაასხა აირზენაში, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ - შემოსავლის და ფასის გაზრდისთვის გამოიყენა. 

როგორ?

მაგალითად: აირზენა ისედაც ასრულებდა რეისებს მოსკოვი-ერევანი და ერევანი-მოსკოვის მიმართულებით. 

ასევე ერევანი-თბილისი და თბილისი-ერევანის მიმართულებით. 

თუმცა, თუ ადრე მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლა საშუალოდ 150 ევრო დაგიჯდებოდათ, ახლა ერევნის გავლით, 500 ევრო უნდა გადაიხადოთ და გაზრდილი მოთხოვნის გამო, თქვენთვის სასურველ დროს შესაძლოა ბილეთიც ვერ იშოვოთ. 

დამატებით კი, იმისთვის რომ თბილისში ჩამოხვიდეთ, ხალხმა გაიაშვილს კიდევ 90 ევრო უნდა მისცეს. 

ანუ პუტინის სანქციებმა და მოკოვი-თბილისის პირდაპირი რეისის აკრძალვამ დაარტყა არა აირზენას, არამედ, ხალხს. 

თუმცა, თუ უბრალოდ, ტრანზიტული მგზავრობა მოგწონთ და მაგალითად, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების აკრძალვამდე გადაწყვეტდით ერევნის გავლით ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლას, ეს არა 500 ევრო, არამედ, საშუალოდ, 250 ევრო დაგიჯდებოდათ (ერთი გზა). 

გაიაშვილს, მოსკოვიდან ერევნის გავლით თბილისის ტრანზიტზე თვითმფრინავები არც შეუცვლია და არც დაუმატებია. 

ამიტომ, ისმის კითხვა: თუ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის აკრძალვამდე, მოსკოვიდან ერევნის გავლით (ტრანზიტით) თბილისში ჩამოსვლა საშუალოდ 250 ევრო ჯდებოდა, სანქციების შემდეგ რატომ გაორმაგდა ფასი? 

მეტიც, აირზენას ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებიდან მოიხსნა, გამოთავისუფლდა და ამით მას შეუძლია დამატებითი რეისი დანიშნოს მაგალითად, უკრაინის მიმართულებით და შემოსავლის წყაროდაც აქციოს.  

თუმცა, მოსკოვიდან პირდაპირი რეისების აკრძალვის შემდეგ, აირზენამ რატომღაც შექმნა მითი, 25 მილიონიანი ზარალის შესახებ და ბიუჯეტის ფული მოითხოვა (პარალელურად კი, მოსკოვიდან ერევნის გავლით თბილისამდე მგზავრობის ფასი თითქმის 100 პროცენტით გაზარდა).

პრემიერმა ბახტაძემაც არ დააყოვნა და ჯორჯიან ეარვეისს ხალხის კუთვნილი 600 ათასი ევრო ჩაუთვალა. 

თითქოს ეს ხალხის მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან შეგროვილი თანხა კი არა, ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი ყოფილიყოს ჯორჯიან ეარვეისისთის. 

ციფრები

მცირე სტატისტიკა: აირზენა, მოსკოვიდან თბილისში, ერევნის გავლით, ბოინგ 737-700-ით დაფრინავს. 

ამ თვითმფრინავის სავარძლის საერთო რაოდენობა 132-ია. 120 ეკონომ კლასი, 12 ბიზნეს-კლასი. 

ხოლო თუ ერევნის გავლით ტრანზიტის გაზრდილი ფასი, პუტინის სანქციების შემდეგ, საშუალოდ ერთ მგზავრზე 250 ევროა, რასაც 90 ევროიანი სუბსიდიაც უნდა დავუმატოთ, გამოდის რომ გაიაშვილის კომპანია, მოსკოვი-ერევანი-თბილისის ერთ რეისზე,  44 ათას 880 ევროს იღებს დამატებით:

ზედმეტობა 250  + 90 სუბსიდია = 340. ხოლო 340 გავამრაოთ 132-ზე მგზავრის რაოდენობა = 44 ათას 880 ევროს.

მეტიც, როგორც წესი, რეისი იმავე დღეს ბრუნდება უკან, თუმცა, აქ უკვე თითო მგზავრზე გათვალისწინებული ხალხის 90 ევროიანი სუბსიდია აღარ მოქმედებს, მაგრამ ცხადია, ძალაშია ტრანზიტის მიზეზით გაზრდილი ფასი, საშუალოდ 250 ევრო მგზავრზე. 

შესაბამისად, გაიაშვილი, მოსკოვი-ერევანი-თბილისი და თბილისი-ერევანი-მოსკოვის ერთ რეისზე, დამატებითი შემოსავლის სახით იღებს: 44 ათას 880 ევროს დამატებული 33 ათასი ევრო (250 - ზედმეტობა, გამრავლებული 132-ზე - თვითმფრინავში სავარძლების რაოდენობა), რაც ჯამში 77 ათას 780 ევროა - ყოველდღიურად. 

არადა, გაიაშვილის აირზენას, გაზრდილი შემოსავლების პარალელურად, საქართველოში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა, პენსიონერებმა, ომის ვეტერანებმა, მრავალშვილიანებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, 600 ათასი ევრო ვაჩუქეთ პრემიერ ბახტაძის გადაწყვეტილებით, სრულიად დაუსაბუთებლად და დაუმსახურებლად.

რა არის ეს, თუ არა, კორუფცია უკიდურესი არაკომპეტენტურობისა და ხალხისთვის მგზავრობის გაძვირების ხარჯზე?

ჯორჯიან ეარვეისის მფლობელი მადლობას უხდის ქართული ოცნების მთავრობას დახმარების გამო და კვლავ 25 მილიონიან ზარალზე საუბრობს, თუმცა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. 

პრემიერი კი, 600 ათასი ევროს ბიუჯეტიდან გადაქაჩვის ფაქტს ხან ავიაკომპანიის დახმარებით ხსნის, ხანაც მოსკოვში მცხოვრები ბიძაშვილის მიერ თბილისში მცხოვრები მამიდაშვილის ნახვის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით.

ისევ ციფრები

არადა, თუ მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავია-რეისის აკრძალვის გამო, გაიაშვილის აირზენა მოსკოვიდან მგზავრების ერევნის გავლით თბილისამდე ჩამოყვანაში 44 ათას 880 ევროთი მეტ შემოსავალს იღებს (აღარაფერს ვამბობთ უკანა გზაზე) თვეში ეს მილიონ 346 ათასს 400 ევრო ანუ დღევანდელი კურსით, 4 მილიონ 394 ათას 649 ლარი იქნება.

გამოდის რომ პრემიერი ბახტაძე, ჩვენი კუთვნილი ფულით ეხმარება არა ხალხს, არა ქვეყანას, არამედ ათეულობით მილიონიანი აქტივის მქონე კომპანიას, რომლის მილიონერი მფლობელი, თამაზ გაიაშვილი ივანიშვილის რეჟიმისადმი უკიდურესი ლოიალურობითა და პროროსულობით გამოირჩევა.