• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

"ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები"

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მასობრივ დაკავებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ამით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„ეს პოლიტიკური დევნა აღარ არის, ეს არის პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური რეპრესიები დადგა მას შემდეგ, რაც 20 და 21 ივნისს ხელისუფლებამ, რომელიც თითებით და ბრჭყალებით არის ჩამოკიდებული თავის კაბინეტებზე, დაინახა განრისხებული საქართველოს მოქალაქე. მათ ჰგონიათ ახლა, რომ ეს რეპრესიებით, წარმატებული ბიზნესმენების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული მედიამენეჯერების წინააღმდეგ განხორციელებული, წარმატებული პოლიტიკოსების ან იმ ადამიანების, ვინც ოპოზიციის წამყვან ხმებს წარმოადგენენ , განხორციელებული რეპრესიები მათ ხელისუფლებას შეუნარჩუნებს, მოქალაქეების ნდობას დაუბრუნებს, ლარის კურსს გაამყარებს, ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკის გამომუშავებაში დაეხმარება და  საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს გაამტკიცებს. ამაზე დიდი კლინიკური იდიოტიზმი წარმოუდგენელია,“- განაცხადა ვაშაძემ.

 

 


თეგები :