• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

"ეს მახინჯი ხიხო თვლის, რომ ხალხს საერთოდ არ აქვს მეხსიერება"

მიხეილ სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"ვუყურე გუშინ შეკვეთილში ახალგაზრდები როგორ მიდიან ივანიშვილის სახლთან, ძალიან მაგარი ახალგზარდები არიან. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად აქციების დღეებში ყოველდღე იბარებს პოლიცია მრავალსაათიან დაკითხვაზე რომ არ მივიდნენ და არ შეახსენონ ივანიშვილს თავისი არსებობის შესახებ. მინდა ერთი რამ გაგახსენოთ, ხეები რომ გადათხარა მთელ საქართველოში დაა ე.წ დენდროლოგიურ პარკში რომ გადარგო, თუ გახსოვთ რას ამბობდა? - იმისთვის  მინდა რომ ხალხი შემოვიდეს და ნახოსო. ხალხს იქ სათოფეზე არ აკარებენ ამაზე კითხვას რატომ არ სხვამთ?

ივანიშვილი, ეს მახინჯი ხიხო თვლის, რომ თქვენ საერთოდ არ გაქვთ მეხსიერება, ის თვლის რომ ყველაფერი შეიძლება გაჭამოთ და გათქვლიფოთ. იმ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ამბობენ ივანიშვილი და სააკაშვილი ერთიაო, ჩემი მთელი კონცეფცია იყო იმაზე, რომ ქართველებისთვის მიგვეცა სიძლიერის, დამოუკიდებლობის განცდა. ამის [ივანიშვილის] მთელი კონცეფციაა - დამცირება, შევიწროება, დაჩაგვრა," - ამბობს სააკაშვილი.


თეგები :