• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ლევან გოგიჩაიშვილი: ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც სიბრიყვედ მიმაჩნია

„ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც სიბრიყვედ მიმაჩნია,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი დაკავებული იქნება თუ თავისუფალი, ის პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის. 

„ოქრუაშვილი გარეთ იქნება თუ შიგნით, ვერანაირ პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის, რაც არ უნდა მას გულშემატკივრობდეს, მისი დაკავებაც სიბრიყვედ მიმაჩნია. ყველაფერს თავის ლოგიკა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ ამ ორმა სუბიექტმა დაკარგა შინაარსი და არის მარტო ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ორი სუბიექტი ერთმანეთს ებრძვის, ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად წაგებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ორპოლუსიანობა დამთავრდეს ქვეყანაში, თორემ ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში ამაზე ბევრ უარეს რამეს გააკეთებს და უფრო მეტ სიბრიყვეს ჩაიდენს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


თეგები :