• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

ლავროვი: თუ საქართველო რუსების მიმართ საფრთხეებს აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით

"ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიას განუცხადა.

"არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ისინი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც თავიანთი ქმედებებით საკუთარ ქვეყანას აყენებენ.

ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით, ოფიციალურ თბილისთან მეგობრობა და თანამშრომლობა სურთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ "საფრთხეებს" აღკვეთს, რუსეთის ზომები გადაიხედება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით.


თეგები :