• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

"საქართველოს მომავალს სააკაშვილის და ივანიშვილის გარეშე ვხედავ"

„ჯერ მოვიპოვოთ ის პროპორციული არჩევნები, რომლის გამოცხადებამაც კი პოლიტიკურ კლასში უკვე სხვა თემები გააჩინა,“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.

მისი თქმით, მთავარი მიზანი ამ ეტაპზე პროპორციულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა იყოს, რადგან არ არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე მიზეზი მონახოს იმისთვის, რომ პროპორციული სახით არჩევნები არ ჩაატაროს.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს მომავალს სააკაშვილის და ივანიშვილის ლიდერობის გარეშე ხედავს. „შენების მოძრაობის“ ლიდერი IRI-ის კვლევებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ  აღნიშნული მონაცემები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარეშე.

„ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ... თუნდაც ამ ციფრებს, რომ შეხედო, არა "ნაციონალური" და არა "ოცნების" მონაწილეობით შესაძლებელია ხელისუფლება გვქონდეს ქვეყანაში. მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ 17%-ს აიღებს, ხოლო „ენმ“-გაერთიანებულ ოპოზიციას 22% აღარ ექნება.


თეგები :