• თბილისი
  • 24°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

გერმანიის ელჩი: 20 ივნისის საღამოს ვიმყოფებოდი პარლამენტთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა არ მიმიღია

20 ივნისის საღამოს პარლამენტთან ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომლითაც შს გიორგი გახარიას მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე.

რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად”,- განაცხადა ელჩმა.

 

 


თეგები :