• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

წილოსანი: სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი

„სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, აკაკი ზოიძე  არის „ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში უმნიშვნელოვანესია“.

„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანძილზე. 

სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა“, - აღნიშნა წილოსანმა.


თეგები :