• თბილისი
  • 34°C
  • 22 აგვისტო, 2019
article

გიორგი გახარია აქციის მონაწილეებს „ტვ პირველის“ შენობის უკანა კარიდან გაექცა

გიორგი გახარია აქციის მონაწილეებს ინგა გრიგოლიას სტუდიის უკანა კარიდან გაეპარა. სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის და საუბრის სურვილი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის არ ჰქონია.

მანამდე კი, შეძახილებით შინაგან საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შენობასთან დახვდნენ. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, რომლებიც გიორგი გახარიას გადადგომას უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტელეკომპანიასთან მივიდნენ.

შს მინისტრმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში საუბრისას კვლავ მომიტინგეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი პარლამენტში შტურმით შესვლას ცდილობდნენ. მისივე თქმით, მოქალაქეების დარბევის ბრძანებას ხელი მან მოაწერა.


თეგები :