• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

ნინო ლომჯარია გამოძიებისგან იმ ვიდეომასალის შესწავლას მოითხოვს, რომლის მიხედვით, ნიკა მელია 20 ივნისს აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გავრცელებული მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ახალ კადრებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიებაზე დაკვირვების პირველად შედეგებს საკონსულტაციო საბჭოს სავარაუდოდ, მომავალ კვირას გააცნობს.

„სახალხო დამცველი ჩართულია გამოძიების პროცესში საზედამხედველო ფუნქციით და ჩვენ ვეცნობით ყველა მასალას. ის ვიდეოკადრი, რაც გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში და დადგინდეს, როდის ჰქონდა ამ საუბარს ადგილი. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება. დაახლოებით იმ კვირაში ვგეგმავთ, რომ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს შევხვდეთ, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველად შედეგებს. ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, თუ რამდენად იკვლევს ყველა მტკიცებულებასა და მედიაში გავრცელებულ მასალას პროკურატურა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ამსახველი, დაახლოებით 10 წუთიანი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმის საპირისპირო განცხადებებს აკეთებს, რასაც გამოძიება მელიას ედავება.


თეგები :