• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

სოლოლაკიდან შეკვეთილში, შეკვეთილიდან აბასთუმანში და აბასთუმნიდან ჭორვილაში გაქცეული ივანიშვილი - ოლიგარქი, პროტესტსა და ახალგაზრდებს მშობლიურ სოფელში ემალება

ივანიშვილი, რომელიც აქციების გამო სოლოლაკიდან ჯერ შეკვეთილში გაიქცა, შემდეგ კი შეკვეთილიდან აბასთუმანს აფარებდა თავს, ახლა ჭორვილაში ემალება პროტესტსა და ახალგაზრდებს.

ოლიგარქი, იმის გამო რომ უკვე 20 დღეზე მეტია სისხლიან ჯალათად წოდებული შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ათი ათასობით ადამიანი ითხოვს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოთხრილ და დენდროპარკში გადარგულ ხეებს ვეღარ ეხუტება. 

სოლოლაკის შუშის სასახლესთან და შეკვეთილში მდებარე მის ვილასთან პერმანენტულად იმართება საპროტესტო აქციები...

მეტიც, შეკვეთილში, სადაც ოლიგარქი ბოლო დროა ცხოვრობს, ახალგაზრდები 2 კვირაზე მეტია შიმშილობენ. 

მისი სახლის ოთხივე მხარეს კარვებია გაშლილი და მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე საათის წინ, ივანიშვილის ნასვამმა ტიტუშკებმა მოშიმშილეებს შეურაცხყოფა მიაყენეს და კარვები დაარბიეს, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ამჟამად, ივანიშვილი მშობლიურ ჭორვილას აფარებს თავს, სადაც ის ორი დღის წინ აბასთუმნიდან გადაფრინდა. 

იქამდე კი, ჯერ სოლოლაკის შუშის სასახლეში ეძინა სპეცრაზმთან ერთად, მერე შეკვეთილში გაიქცა, თუმცა, შეკვეთილის აქციების შემდეგ აბასთუმანში იყო გადაბარგებული.