• თბილისი
  • 31°C
  • 25 აგვისტო, 2019
article

ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრად თავისი ცოლის პირადი სტომატოლოგი დანიშნა

სერგეენკო წავიდა, ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი - მოვიდა... 

პრესა.ჯის ინფორმაცია დადასტურდა. მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებები დღეს განხორციელდება.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა. ახალი მინისტრი პრემიერმა ბახტაძემ უკვე წარადგინა.

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა. ის თავდაპირველად მიწვეული სპეციალისტი იყო და იქ სწორედ დავით სერგეენკოს რეკომენდაციით აღმოჩნდა. 

თუმცა, შემდეგ სერგეენკომ ტიკარაძე ივანიშვილის ოჯახს გააცნო, როგორც პერსპექტიული ექიმი... 

ასე  იქცა მიწვეული სპეციალისტი ოლიგარქის ოჯახის პირად სტომატოლოგად.

2015 წელს კი, სერგეენკომ ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დანიშნა მას შემდეგ, რაც გოგა გუდაძემ თანამდებობა დატოვა.

ბედის ირონიით, დავით სერგეენკო, დღეს, მისივე რეკომენდირებულმა კადრმა, ივანიშვილების ოჯახის პირადმა სტომატოლოგმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა.

P.S: ივანიშვილის ცოლის პირადი სტომატოლოგი და აწ უკვე ჯანდაცვის მინისტრი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და გვიგზავნის შეტყობინებას რომ დაკავებულია.