• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2019
article

„კობახიძის განცხადება სიღარიბის შემცირებაზე უტიფრობა და ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციაა“

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ქვეყანაში გაჭირვება არ არის - "400 ათასი ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა". 

მის ამ განცხადებას ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, „კობახიძე უტიფრად დაგვცინის“- წერდნენ სოციალურ ქსელში. 

კობხიძის განცხადებას „პრესა.ჯი“-სთან, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს. 

- როგორ შეაფასებდით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყანაში გაჭირვება აღარ არის,  როგორ ფიქრობთ დასცინის ის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? 

- ამას არ უნდა არც ეკონომისტობა და არც ექსპერტობა, ელემენტარულია.  ცხოვრება, რა თქმა უნდა, გაძვირდა, სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვნად დამძიმდა და მოსახლეობის შემოსავლების ინდექსაცია არ მომხდარა. 

აქედან გამომდინარე, სოციალური რისკები კი არ შემცირდა, გაიზარდა. 

როდესაც კობახიძე სიღარიბის შემცირებაზე საუბრობს, შესაძლოა  მას სიღარიბის ზღვარი უფრო სხვანაირად წარმოუდგენია და ამიტომ აკეთებს ამ განცადებებს.  ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციაა.

- შესაძლოა ეს მის არაკომპეტენტურობას დავაბრალოთ?

- ამას უფრო უტიფრობას დავარქმევდი, როდესაც მას სურს თავისი სასურველი რეალობად გაასაღოს. 

როდესაც პოლიტიკოსი ადამიანებს ატყუებს და თვალში ნაცარს აყრის - ეს დაცინვაა.  

 


თეგები :