• თბილისი
  • 25°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ადვოკატი ზვიად კუპრავას 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

კუპრავას თავდებში რამდენიმე დეპუტატი - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი თავდებში დაუდგნენ, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ კუპრავას ნათესავ ქალბატონს გული წაუვიდა. ნახეთ ვიდეოკადრები, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა შემთხვევის ადგილიდან ამ წუთებში მოგვაწოდა.

 


თეგები :