• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ექსკლუზივი: შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე ზუგდიდში ყოფილ მებრძოლებთან ერთად გამოჩნდა - რისთვის ემზადება ხელისუფლება?

ექსკლუზივი: შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე ზუგდიდში ყოფილ მებრძოლებთან ერთად გამოჩნდა.

შევარდნაძის დროინდელი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე, კობა კობალაძე ზონდერ ჯგუფებს ხელმძღვანელობს?

მოქმედი დეპუტატი ზუგდიდში ყოფილ მებრძოლებთან ერთად გადაადგილდება, სავარაუდოდ, ყველა იმ ძალადობის დასაორგანიზებლად, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გია დანელია საუბრობდა. 

მოსყიდვა, დაშინება, ადამიანების გატაცება და შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, უბნების დარბევა, - ეს ის მეთოდებია, რომლის გამოყენებითაც ივანიშვილის რეჟიმი 19 მაისის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედებას აპირებს. 

Presa.ge კობალაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. ის ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა.

მისი თქმით, ის ხან ზუგდიდშია და ხან სვანეთში, „სადაც საქმეს დაჭირდება“. 

ვინ არის კობალაძე? 

კობა კობალაძე - დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო  სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს; 

1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1986-1987წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 

1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 

სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 

2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 

2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 

2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 

2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 

2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; 

არის საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. 

P.S: დღესვე, Presa.ge-მ ექსკლუზიურად გაასაჯაროვა „ქართული ოცნების“ შიდა კვლევა

მონაცემების მოხედვით და 10 მაისის მდგომარეობით, 19 მაისის შუალედურ არჩევნებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, სანდრა რულოვსი იგებს. 

როგორც ჩანს, ზუგდიდში სწორედ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიავლინეს ჯაბა იოსელიანის თანამოაზრე და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი კობალაძე, ყოფილ მებრძოლებთან ერთად.