• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური და დაპირისპირებაა

#67 ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, ხმაურია.

ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ რა ვითარებაში გაიცა საოლქოდან ბეჭდები.

ოპოზიციის წარმომადგენლების ტქმით, ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში, არამედ ინახება კომისიის თავმჯდომარეების სახლებში. ოპოზიცია ასევე ითხოვს, კომისიის წევრებმა განიხილონ საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომოს საკითხი.

 


თეგები :

×