• თბილისი
  • 33°C
  • 18 აგვისტო, 2019
article

„სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს“

„სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს“, - ეს განცხადება ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში გააკეთა. 

ქობულიამ მოხსენებისას სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდაზე  გაამახვილა ყურადღება. მან სახელმწიფო კომპანიებში არსებულ კორუფციის პრობლემაზე ისაუბრა.

გიორგი ქობულია თანამდებობიდან წასვლისა და ხმაურინი განცხადებების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. 

ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრას ოპოზიცია ესწრება. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან იმყოფებიან მხოლოდ ბიძინა გეგიძე, შოთა შალელაშვილი და ზაზა ხუციშვილი.


თეგები :