• თბილისი
  • 32°C
  • 19 მაისი, 2019
article

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელები დავარწმუნო ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში"

შალვა ნათელაშვილი ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის.

"ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. ასევე უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო საქართველოს პერსპექტიულ მომავალში და ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში, რომლის მოკავშირეობა კი არა, რომელზეც ხელის ჩამორთმევაც კი სირცხვილია მთელი მსოფლიოსათვის, არათუ საქართველოსთვის,“- განაცხადა ნათელაშვილმა.


თეგები :

×