• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

გახარია: არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების

„არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს. 

შს მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გააკეთონ არჩევანი. მისი თქმით, უწყება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების არჩევანის გამოხატვის თავისუფლებას. 

„არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შინაგან საქმეთა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


თეგები :