• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

სააკაშვილი ოპოზიციას: სამ კუანა ნარკომანს აჩაგვრინებთ თავს? რატო თქვენ არ ჩაგრავთ?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპაში მორიგი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან გამართა.

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენში ჩავიდა და გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და სამოამვლო გეგმებზე ისაუბრა.

„საქართველოს პარლამენტში ზის 40 ოფიციალური მილიონერი 150-დან. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ოფიციალურ იდეოლოგია არის კორუფცია, კორუფცია არ შეიძლება იყოს იდეოლოგია, ისინი მართავენ მხოლოდ კორუფციით…მათ არა აქვთ იდეოლოგია, მათ არა ჰყავთ უსაფრთხოების ძალები, როგორც კი საქართველოს პოლიცია დაინახავს თბილისის ქუჩებში  შეკრებილ 50 000 ადამიანს, პოლიცია გადავა ხალხის მხარეს, მოდი ვთქვათ სიმართლე…“ - განაცხადა მინხენში მიხეილ სააკაშვილმა.