• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალ სახეებს არ გამორიცხავს.

კალაძის თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცესია,

„მე არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა, შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ახალი სახეების მიღება და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა და არ შენელებულა პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

პარტიული მიმართულებით არასდროს გაჩერებულა მუშაობა, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც თავიანთი პროფესიონალიზმით და საქმიანობით გამოადგება ჩვენს ქვეყანას. აქ გადახალისებაზე საუბარი არ არის, პროცესი პარტიაში არასდროს გაჩერებულა, ყოველთვის მოდიან ადამიანები, ხდება მათთან გასაუბრება და შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2020 წელს, ამას ვნახავთ. ჯერ ადრეა საუბარი დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი საზოგადოებითვის“, – განცხადა კახა კალაძემ.


თეგები :

კახა კალაძე