• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება

„ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ - ამ განცხადებით თბილისის მერი, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას სარჩელის შესახებ და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს. 

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები, მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება,“ - განაცხადა კახი კალაძე.